logo
ENG



"ღირსეული მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე" - ქუთაისის ოპერის თეატრი წულუკიანს იუბილეს ულოცავს

22 იან 202215:57
3 წუთის საკითხავი
 
"ღირსეული მამულიშვილი, საზოგადო მოღვაწე" - ქუთაისის ოპერის თეატრი წულუკიანს იუბილეს ულოცავს

"საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს", - ამ სიტყვებით ქუთაისის ოპერის თეატრი კულტურის მინისტრს დაბადების დღეს ულოცავს. თეა წულუკიანს იუბილე 21 იანვარს ჰქონდა.

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს - ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას. იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა", - აღნიშნულია თეატრის პოსტში.

მისალოცი წერილი გაავრცელა მძლეოსნობის ფედერაციამაც.

მას შემდეგ რაც თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალმა მინისტრმა რეპრესიები დაიწყო. 

რეორგანიზაციის მიზეზით შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან ათობით ადამიანი გაათავისუფლეს. გათავისუფლებას ისინი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. 

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 


close დახურვა